პროფესიული პროფილი

ნანა კარტოზია — სერტიფიცირებული ექიმი ენდოკრინოლოგი, თერაპევტი და გასტროენტეროლოგი. ფლობს კლინიკური მედიცინისა და ენდოკრინული პათოლოგიების დიაგნოსტიკა-მართვის 30 წელზე მეტი ხნის მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას. აქტიურად მონაწილეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებში, კონფერენციებსა და სემინარებში (თირეოიდოლოგია, დიაბეტი, იოდდეფიციტური დაავადებები).

განათლება და კვალიფიკაცია

  • კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ენდოკრინოლოგიის სპეციალობით (1992–1993)

  • დიპლომირებული მედიკოსი (სამკურნალო ფაკულტეტი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1984–1990)

სახელმწიფო სერტიფიკატები

  • სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ენდოკრინოლოგია“ (სერია №030531) — 2004 წლიდან

პროფესიული უნარები

  • ენდოკრინული სისტემის დაავადებების (ფარისებრი ჯირკვალი, შაქრიანი დიაბეტი, იოდდეფიციტი, ოსტეოპოროზი) დიაგნოსტიკა და მართვა

  • თერაპიული და გასტროენტეროლოგიური პაციენტების კლინიკური მართვა

  • სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობა და მაღალი საქმისადმი პასუხისმგებლობა

სამუშაო გამოცდილება

  • ენდოკრინოლოგი — კლინიკა „ევექსი“ (სხვადასხვა ფილიალი) (2015–დღემდე)

  • კონსულტანტი ენდოკრინოლოგი — შპს „დიაგნოსტიკური ცენტრი ულტრა ბგერა“ (2018–2024)

  • ენდოკრინოლოგი — შპს „დეკა“ (2009–2015)

  • ექიმი თერაპევტი, ენდოკრინოლოგი — მე-4 მთავარი სამმართველოს №2 საავადმყოფოს სტაციონარული განყოფილება (1992–1995)

  • ექიმი თერაპევტი — №2 საავადმყოფოს პოლიკლინიკა (სასწრაფო სამედიცინო სამსახური) (1991–1992)

  • გასტროენტეროლოგი — თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური განყოფილება (1990–1991)

  • მორიგე ექთანი — ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს №8 საავადმყოფოს მუცლის ღრუს ქირურგიული განყოფილება (1987–1991)

ტრენინგები, სერტიფიკატები და კონფერენციები

  • სემინარი/კონფერენცია: ცერებრული ჰემოცირკულაციისა და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების II რეგიონული კონფერენცია (2014)

  • კონფერენციები: გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში“ (2007, 2009–2011)

  • უპგ კურსი: „დიაბეტი და ჰიპერტენზია“ (2007)

  • უპგ პროგრამა: ჩინური მედიცინის ცენტრი / საქართველოს აკუპუნქტურისტთა ასოციაცია (2007)

  • საერთაშორისო სკოლა-სემინარი: ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაცია — „თირეოიდოლოგია: ფაქტებზე დამყარებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ (2006)

  • უპგ კურსი: „მიკროელემენტების როლი ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში“ (2006)

  • სამედიცინო პროგრამები: „იოდდეფიციტი საქართველოში“, „იოდისა და მინერალების დეფიციტი – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორები“ (2006)

ka_GE