პროფესიული პროფილი
ნანა კარტოზია — სერტიფიცირებული ექიმი ენდოკრინოლოგი, თერაპევტი და გასტროენტეროლოგი. ფლობს კლინიკური მედიცინისა და ენდოკრინული პათოლოგიების დიაგნოსტიკა-მართვის 30 წელზე მეტი ხნის მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას. აქტიურად მონაწილეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებში, კონფერენციებსა და სემინარებში (თირეოიდოლოგია, დიაბეტი, იოდდეფიციტური დაავადებები).
განათლება და კვალიფიკაცია
კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ენდოკრინოლოგიის სპეციალობით (1992–1993)
დიპლომირებული მედიკოსი (სამკურნალო ფაკულტეტი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1984–1990)
სახელმწიფო სერტიფიკატები
სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ენდოკრინოლოგია“ (სერია №030531) — 2004 წლიდან
პროფესიული უნარები
ენდოკრინული სისტემის დაავადებების (ფარისებრი ჯირკვალი, შაქრიანი დიაბეტი, იოდდეფიციტი, ოსტეოპოროზი) დიაგნოსტიკა და მართვა
თერაპიული და გასტროენტეროლოგიური პაციენტების კლინიკური მართვა
სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობა და მაღალი საქმისადმი პასუხისმგებლობა
სამუშაო გამოცდილება
Endocrinologist — კლინიკა „ევექსი“ (სხვადასხვა ფილიალი) (2015–დღემდე)
კონსულტანტი ენდოკრინოლოგი — შპს „დიაგნოსტიკური ცენტრი ულტრა ბგერა“ (2018–2024)
Endocrinologist — შპს „დეკა“ (2009–2015)
ექიმი თერაპევტი, ენდოკრინოლოგი — მე-4 მთავარი სამმართველოს №2 საავადმყოფოს სტაციონარული განყოფილება (1992–1995)
ექიმი თერაპევტი — №2 საავადმყოფოს პოლიკლინიკა (სასწრაფო სამედიცინო სამსახური) (1991–1992)
გასტროენტეროლოგი — თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური განყოფილება (1990–1991)
მორიგე ექთანი — ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს №8 საავადმყოფოს მუცლის ღრუს ქირურგიული განყოფილება (1987–1991)
ტრენინგები, სერტიფიკატები და კონფერენციები
სემინარი/კონფერენცია: ცერებრული ჰემოცირკულაციისა და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების II რეგიონული კონფერენცია (2014)
კონფერენციები: გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში“ (2007, 2009–2011)
უპგ კურსი: „დიაბეტი და ჰიპერტენზია“ (2007)
უპგ პროგრამა: ჩინური მედიცინის ცენტრი / საქართველოს აკუპუნქტურისტთა ასოციაცია (2007)
საერთაშორისო სკოლა-სემინარი: ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაცია — „თირეოიდოლოგია: ფაქტებზე დამყარებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ (2006)
უპგ კურსი: „მიკროელემენტების როლი ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში“ (2006)
სამედიცინო პროგრამები: „იოდდეფიციტი საქართველოში“, „იოდისა და მინერალების დეფიციტი – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორები“ (2006)