კორპორატიული თანამშრომლობა

ორგანიზაციებისთვის ვთავაზობთ თანამშრომლობის მოქნილ მოდელსა და სპეციალურ კორპორატიულ პირობებს როგორც კლინიკურ, ისე ჰოლდინგ „ნეო-ნეო“ და “4&8”-ს არაკლინიკურ მიმართულებებზე.

კორპორატიული პარტნიორები სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:
→ პერსონალური კორპორატიული მენეჯერი;

→ მომსახურების წინასწარი კოორდინაცია და მინიმალური ლოდინის რეჟიმი;
→ გამოყოფილი საპარკინგე სივრცე;
→ ინდივიდუალური მასპინძლობისა და კოორდინაციის სერვისი.

ასევე ვგეგმავთ და ვახორციელებთ Wellness პროგრამებს, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს როგორც ჩვენს კლინიკაში, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის სივრცეში.

პროგრამები მოიცავს:
✓ სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებს;
✓ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს;
✓ პრევენციულ სკრინინგებს;
✓ ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრებს;
✓ დიაბეტის სკოლის პროგრამებს;
✓ ფსიქოლოგიურ ტრენინგებსა და პრაქტიკულ სესიებს.

მოხარული ვიქნებით, თუ გვექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ ჩვენს კლინიკაში, გაგაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განვიხილოთ თანამშრომლობის პერსპექტივები.

გვჯერა, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური გუნდი და თითოეულ პარტნიორზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა წარმატებული, გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მყარ საფუძველს შექმნის.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 514 84 88 84
ka_GE