პროფესიული პროფილი

თეკლე მელაძე — ექიმი ოფთალმოლოგი. ფლობს საერთაშორისო კლინიკურ გამოცდილებას, მათ შორის ევროპის წამყვან ჰოსპიტლებში (ავსტრია, გერმანია) გავლილ პრაქტიკულ კურსებსა და ESCRS-ის (ევროპის კატარაქტისა და რეფრაქციულ ქირურგთა საზოგადოება) დამკვირვებლის გრანტს. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებსა და პროფესიულ ვებინარებში.

განათლება და კვალიფიკაცია

  • დიპლომისშემდგომი განათლება (რეზიდენტურა ოფთალმოლოგიაში) — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2019–2023)

  • დიპლომირებული მედიკოსი (მაგისტრთან გათანაბრებული) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი (2011–2017)

პროფესიული უნარები

  • ამბულატორიული და კლინიკური ოფთალმოლოგიური პაციენტების მართვა

  • თანამედროვე ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები

  • საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების ფლობა და კვლევით ღონისძიებებში მონაწილეობა

სამუშაო და საერთაშორისო გამოცდილება

  • ექიმი ოფთალმოლოგი — კავკასიის მედიცინის ცენტრი (2023–დღემდე)

  • ESCRS დამკვირვებლის გრანტი 2022/2023 — ჰანუშ ჰოსპიტალი (ვენა, ავსტრია) (2023)

  • ჰოსპიტაცია (პრაქტიკული კურსი) — ზოგადი, ვისცერალური ქირურგიისა და ტრავმატოლოგია/ორთოპედიის განყოფილება, ჰერნესა და კასტროფ-რაუქსელის საავადმყოფოთა ევანგელისტური გაერთიანება (გერმანია) (2018)

  • ექთანი — ჯო ენის სამედიცინო ცენტრი, მოზრდილთა თერაპიის კარდიოლოგიური განყოფილება (2014–2017)

  • თეორიული და პრაქტიკული კურსები (გერმანიის კლინიკები):

    • ქირურგია და ტრავმატოლოგია/ორთოპედია — ფრაიზინგის კლინიკა (2016)

    • შინაგანი მედიცინა (კარდიოლოგია/პულმონოლოგია) — კაიზერსლაუთერნის ვესტფალცის კლინიკა (2016)

    • მეანობა-გინეკოლოგია — ციტაუს კლინიკა (2016)

    • ზოგადი ქირურგია — გუმერსბახის სამხარეო კლინიკა (2015)

კონფერენციები და საერთაშორისო ღონისძიებები

  • SOE Congress — პრაღა, ჩეხეთი (2023)

  • 40th & 41st ESCRS Congress — მილანი, იტალია / ვენა, ავსტრია (2022, 2023)

  • TIOC & GOS — თბილისი, საქართველო (2020, 2022)

  • 11th EuCornea Congress & 38th ESCRS (Online) (2020)

  • SOE & EURETINA ვებინარები (2021–დღემდე)

ka_GE