პროფესიული პროფილი
თეკლე მელაძე — ექიმი ოფთალმოლოგი. ფლობს საერთაშორისო კლინიკურ გამოცდილებას, მათ შორის ევროპის წამყვან ჰოსპიტლებში (ავსტრია, გერმანია) გავლილ პრაქტიკულ კურსებსა და ESCRS-ის (ევროპის კატარაქტისა და რეფრაქციულ ქირურგთა საზოგადოება) დამკვირვებლის გრანტს. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებსა და პროფესიულ ვებინარებში.
განათლება და კვალიფიკაცია
დიპლომისშემდგომი განათლება (რეზიდენტურა ოფთალმოლოგიაში) — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2019–2023)
დიპლომირებული მედიკოსი (მაგისტრთან გათანაბრებული) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი (2011–2017)
პროფესიული უნარები
ამბულატორიული და კლინიკური ოფთალმოლოგიური პაციენტების მართვა
თანამედროვე ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები
საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების ფლობა და კვლევით ღონისძიებებში მონაწილეობა
სამუშაო და საერთაშორისო გამოცდილება
ექიმი ოფთალმოლოგი — კავკასიის მედიცინის ცენტრი (2023–დღემდე)
ESCRS დამკვირვებლის გრანტი 2022/2023 — ჰანუშ ჰოსპიტალი (ვენა, ავსტრია) (2023)
ჰოსპიტაცია (პრაქტიკული კურსი) — ზოგადი, ვისცერალური ქირურგიისა და ტრავმატოლოგია/ორთოპედიის განყოფილება, ჰერნესა და კასტროფ-რაუქსელის საავადმყოფოთა ევანგელისტური გაერთიანება (გერმანია) (2018)
ექთანი — ჯო ენის სამედიცინო ცენტრი, მოზრდილთა თერაპიის კარდიოლოგიური განყოფილება (2014–2017)
თეორიული და პრაქტიკული კურსები (გერმანიის კლინიკები):
ქირურგია და ტრავმატოლოგია/ორთოპედია — ფრაიზინგის კლინიკა (2016)
შინაგანი მედიცინა (კარდიოლოგია/პულმონოლოგია) — კაიზერსლაუთერნის ვესტფალცის კლინიკა (2016)
მეანობა-გინეკოლოგია — ციტაუს კლინიკა (2016)
ზოგადი ქირურგია — გუმერსბახის სამხარეო კლინიკა (2015)
კონფერენციები და საერთაშორისო ღონისძიებები
SOE Congress — პრაღა, ჩეხეთი (2023)
40th & 41st ESCRS Congress — მილანი, იტალია / ვენა, ავსტრია (2022, 2023)
TIOC & GOS — თბილისი, საქართველო (2020, 2022)
11th EuCornea Congress & 38th ESCRS (Online) (2020)
SOE & EURETINA ვებინარები (2021–დღემდე)