ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4 და 8
ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 წარმოადგენს ჰოლდინგ “ნეო-ნეოს და 4&8-ს” ერთ-ერთ მიმართულებას. ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომლის წამყვანი პროფილია ენდოკრინოლოგიური დარგი. ჩვენთან ერთ სივრცეში მიიღებთ 30-მდე სრულ სამედიცინო მოსახურეობას.
კომპლექსური მიდგომა ჯანმრთელობის მიმართულებით უკვე აღარ არის უბრალოდ მოდური ტენდენცია — ეს თანამედროვე მედიცინის აუცილებელი სტანდარტია. ადამიანის ჯანმრთელობა მრავალფაქტორულია: ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება იყოს კავშირში სტრესთან, კვებით რეჟიმთან, ნევროლოგიურ ან კარდიოლოგიურ პრობლემებთან. სწორედ ამიტომ, როდესაც ერთ სივრცეში იყრის თავს ენდოკრინოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი, ოჯახის ექიმი და სხვა სპეციალისტები, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სიმპტომების აღმოფხვრა, არამედ პრობლემის ძირეულად გაანალიზება და მართვა.
ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 სწორედ ასეთ სრულყოფილ კომპლექსურ მიდგომაზეა ორიენტირებული – აქ სპეციალისტები ერთიანად განიხილავენ პაციენტის ჯანმრთელობას და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს.
- ენდოკრინოლოგია
- ბავშვთა ენდოკრინოლოგია
- დიაბეტის სკოლა
- ნუტრიციოლოგია
- ალერგოლოგია
- ფლებოლოგია
- ოჯახის ექიმი
- გინეკოლოგია
- დერმატოლოგია
- მამოლოგია
- ოფთალმოლოგია
- კარდიოლოგია
- ნევროლოგია
- რეაბილიტაცია
- უროლოგია
- ანდროლოგია
- ფსიქოთერაპია
- ფსიქიატრია
- ექოსკოპია
- ანგიოლოგია
- რეპროდუქტოლოგი
- პედიატრია
- გასტროენტეოროლგია
- ლაბორატორიული კვლევები