ენდოკრინოლოგიური კლინიკა „4&8“

ენდოკრინოლოგიური კლინიკა „4&8“ – სრული ეკოსისტემა თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

ჰოლდინგი „ნეო-ნეო“ და “4&8”  2010 წლიდან ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. დღეს ჰოლდინგი აერთიანებს ექვს მიმართულებას:
➤  ესთეტიკური კლინიკა;
➤ ენდოკრინოლოგიური კლინიკა „4&8“;
➤ სექსოლოგიისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი;
➤ ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების ცენტრი;
➤ იოგასა და პილატესის სტუდია;
➤ სილამაზის სალონი.

ამ მრავალწლიანი გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა ენდოკრინოლოგიური კლინიკა „4&8“ — თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც პაციენტებს სთავაზობს კომპლექსურ, ინდივიდუალურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სამედიცინო მომსახურებას.

„4&8“  მხოლოდ სახელწოდება არ არის — ეს ჩვენი ფილოსოფიაა. ჩვენთვის ჯანმრთელობა ფიზიკური, ჰორმონალური, მენტალური და ესთეტიკური კეთილდღეობის ჰარმონიული ერთიანობაა. უსასრულობის სიმბოლო (8) გამოხატავს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე უწყვეტ ზრუნვას, ხოლო „4“ აღნიშნავს ჯანმრთელობის ოთხ ძირითად საყრდენს, რომელთა ბალანსიც ადამიანის სრულფასოვან კეთილდღეობას განსაზღვრავს.

სწორედ ამ ხედვაზე დაყრდნობით შევქმენით თანამედროვე მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ერთ სივრცეში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ამბულატორიული პროცედურები, რეაბილიტაცია, პრევენციული პროგრამები და ჯანმრთელობის გრძელვადიანი მართვა.

ჩვენი კლინიკა მორგებულია როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვების ჯანმრთელობის საჭიროებებზე. სამედიცინო გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ.

დღევანდელ მედიცინაში ჯანმრთელობის კომპლექსური მართვა უკვე აუცილებელი სტანდარტია. ჰორმონალური დარღვევები ხშირად მჭიდროდაა დაკავშირებული კვებასთან, ცხოვრების წესთან, სტრესთან, ნევროლოგიურ, კარდიოლოგიურ და სხვა დაავადებებთან. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროფილის ექიმების მულტიდისციპლინური თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ სიმპტომების მკურნალობით, არამედ გამოვავლინოთ პრობლემის მიზეზი, შევაფასოთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და შევიმუშაოთ ეფექტური, ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა.

ჩვენი მთავარი უპირატესობები

ჰოლისტიკური მიდგომა
ჯანმრთელობის ფიზიკური, ჰორმონალური, მენტალური და ემოციური ასპექტების ერთიან მართვაზე დაფუძნებული სამედიცინო მოდელი.

„ერთი ფანჯრის“ პრინციპი
30-ზე მეტი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე დიაგნოსტიკა, ლაბორატორია, რეაბილიტაცია და პრევენციული პროგრამები — ყველაფერი ერთ სივრცეში.

უნიკალური ლაუნჯ კონცეფცია
ჩვენ შევქმენით მშვიდი, კომფორტული და ჰარმონიული გარემო, რომელიც ამცირებს კლინიკასთან დაკავშირებულ სტრესს და ხელს უწყობს პაციენტის ემოციურ კეთილდღეობას. ეს მიდგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც.

თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურა
კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორიგინალი სამედიცინო აპარატურითა და სანდო ლაბორატორიით, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალ სიზუსტესა და უსაფრთხოებას.

ოფთალმოლოგიური მიმართულება
ბავშვთა და მოზრდილთა სრული დიაგნოსტიკური, სამკურნალო და პრევენციული მომსახურებით, თანამედროვე აპარატურითა და ოპტიკით.

ფლებოლოგიური ცენტრი
ანგიოქირურგ უჩა დოლიძის ხელმძღვანელობით. საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება ვარიკოზული დაავადების მკურნალობა თანამედროვე CLACS (Cryo Laser and Cryo Sclerotherapy) მეთოდით.

შაკიკის დიაგნოსტიკისა და მართვის პროგრამა
ნევროლოგისა და ექიმ-კოსმეტოლოგის მულტიდისციპლინური თანამშრომლობით შექმნილი თანამედროვე მკურნალობის მოდელი.

კომპლექსური რეაბილიტაციის ცენტრი
პოსტოპერაციული, პოსტტრავმული, ორთოპედიული, ნევროლოგიური და ბავშვთა რეაბილიტაციის სრული სპექტრის მომსახურებით.

Diabetes School
საგანმანათლებლო და მხარდამჭერი პროგრამა დიაბეტის მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომელიც ხელს უწყობს დაავადების ეფექტიან მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

სამედიცინო მიმართულებები
ჩვენთან ხელმისაწვდომია 30-მდე სპეციალობის ექიმის კონსულტაცია:
✓    იმუნოლოგ-ალერგოლოგი;
✓    ბავშვთა გასტროენტეროლოგი;
✓    ბავშვთა ენდოკრინოლოგი;
✓    ბავშვთა ინფექციონისტი;
✓    ბავშვთა ნევროლოგი;
✓    გასტროენტეროლოგი;
✓    გინეკოლოგი (ბავშვთა და მოზრდილთა);
✓    დერმატო-ვენეროლოგი;
✓    ენდოკრინოლოგი;
✓    თერაპევტი;
✓    კარდიოლოგი;
✓    მამოლოგი;
✓    მეტყველების თერაპევტი;
✓    ნევროლოგი;
✓    ნუტრიციოლოგი;
✓    ონკო-ქირურგი;
✓    ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
✓    ოფთალმოლოგი (ბავშვთა და მოზრდილთა);
✓    ოჯახის ექიმი;
✓    პედიატრი;
✓    პროქტოლოგი;
✓    რევმატოლოგი;
✓    რეპროდუქტოლოგი;
✓    სექსოლოგი;
✓    უროლოგი;
✓    ფლებოლოგი;
✓    ფსიქიატრი (ბავშვთა და მოზრდილთა);
✓    ფსიქოთერაპევტი;
✓    ქირურგი;
✓    რადიოლოგი.

სახელმწიფო პროგრამები

კლინიკა ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის:
→  ინდივიდუალური რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა;
→  იმუნიზაციის პროგრამა ;
→  C ჰეპატიტის სკრინინგი;
→  პროსტატის კიბოს სკრინინგი;
→  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.

ამასთანავე, კლინიკა წარმოადგენს საქართველოში მოქმედი  წამყვანი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერს.

en_US