პროფესიული პროფილი უჩა დოლიძე — ექიმი ფლებოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი და ქირურგი. ფლობს ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადებების ინოვაციური მეთოდებით (მათ შორის ენდოვაზალური ლაზერული აბლაციით/კოაგულაციით — EVLA, სკლეროთერაპიითა და მინიფლებექტომიით) მკურნალობისა და გადაუდებელი ქირურგიის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი და ფლებოლოგიის წამყვანი მსოფლიო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე.

განათლება და კვალიფიკაცია

  • პროფესიული გადამზადება „სისხლძარღვთა ქირურგია“ — რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია (2010–2015)

  • კლინიკური ორდინატურა „ქირურგია“ — სანქტ-პეტერბურგის ი.ი. ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (2001–2003)

  • დიპლომირებული მედიკოსი (სამკურნალო ფაკულტეტი) — პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (1994–2001)

ვიდეო - გალერეა

სრული ბიოგრაფია

კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალური კურსები

  • კვალიფიკაციის ამაღლება „სისხლძარღვთა ქირურგია“ — აკადემიკოს ი.პ. პავლოვის სახელობის სანქტ-პეტერბურგის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2020)

  • სპეციალური კურსი „ლაზერული ქირურგია“ — ლაზერული მედიცინის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი, მოსკოვი (2013)

  • კვალიფიკაციის ამაღლება „ძვლებისა და რბილი ქსოვილების ქირურგიული ინფექცია“ — ნ.ი. პიროგოვის სახელობის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი (2013)

  • კვალიფიკაციის ამაღლება „ქირურგია“ — სანქტ-პეტერბურგის ი.ი. ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (2010)

  • კვალიფიკაციის ამაღლება „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“ — სანქტ-პეტერბურგის პოსტდიპლომური განათლების სამედიცინო აკადემია (2008)

პროფესიული უნარები

  • ენდოვაზალური ლაზერული აბლაცია/კოაგულაცია (EVLA), მინიფლებექტომია, სკლეროთერაპია

  • ვენური პათოლოგიების ლაზერული და რადიოსიხშირული მკურნალობა

  • გადაუდებელი ქირურგია და სისხლძარღვთა ქირურგიული ჩარევები

სამუშაო გამოცდილება

  • ფლებოლოგი — სანქტ-პეტერბურგის ინოვაციური ვასკულარული ცენტრი (2015–2021)

  • ქირურგი — სანქტ-პეტერბურგის ინოვაციური ვასკულარული ცენტრი (2010–2015)

  • ქირურგი — სანქტ-პეტერბურგის ი.ი. ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (2004–2010)

  • კლინიკური ორდინატორი — სანქტ-პეტერბურგის ი.ი. ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (2001–2003)

როდის უნდა მივმართოთ ფლებოლოგს:
მიმართვა რეკომენდებულია, თუ შეამჩნიეთ:
• ფეხებში სიმძიმე და დაღლილობა
• ვენების გამოხატული გაფართოება
• შეშუპება, განსაკუთრებით დღის ბოლოს
• ტკივილი ან წვა ვენების გასწვრივ
• კანის ფერის ცვლილება ქვედა კიდურებზე
• ღამის კრუნჩხვები

უსაფრთხო დასვენება ზაფხულში: ოჯახის ექიმის რჩევები
სექსოლოგია თანამედროვე მედიცინისა და ფსიქოლოგიის ინტეგრირებული მიმართულებაა, რომელიც ადამიანის სექსუალურ ჯანმრთელობასა და ქცევებს შეისწავლის.
სიმსუქნის მედიცინა — რატომ აღარ არის საკმარისი უბრალოდ „ნაკლები ჭამე და მეტი იმოძრავე“?
სექსოლოგია თანამედროვე მედიცინისა და ფსიქოლოგიის ინტეგრირებული მიმართულებაა, რომელიც ადამიანის სექსუალურ ჯანმრთელობასა და ქცევებს შეისწავლის.
ფარისებრი ჯირკვლის დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში
სექსოლოგია თანამედროვე მედიცინისა და ფსიქოლოგიის ინტეგრირებული მიმართულებაა, რომელიც ადამიანის სექსუალურ ჯანმრთელობასა და ქცევებს შეისწავლის.
ka_GE