Tbilisi, Elizbar Mindeli street 7
Ophthalmology
What დაავადებებს მკურნალობს ოფთალმოლოგი?
ოფთალმოლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზდება თვალისა და მხედველობის სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ოფთალმოლოგთან მიმართვა საჭიროა შემდეგი მდგომარეობების დროს
- მიოპია (ახლომხედველობა)
- ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა)
- ასტიგმატიზმი
- კატარაქტა
- გლაუკომა
- კონიუნქტივიტი
- მშრალი თვალის სინდრომი
- ბადურის დაავადებები
- თვალის ტრავმები
- ქუთუთოების ანთებითი პროცესები
When should მივმართოთ ოფთალმოლოგს
მიმართვა რეკომენდებულია, თუ შეამჩნიეთ
- მხედველობის გაუარესება (დაბინდვა, ბუნდოვანი ხედვა)
- თვალის ტკივილი ან წვა
- სიწითლე და გაღიზიანება
- ცრემლდენა ან პირიქით – თვალის სიმშრალე
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- „მფრინავი წერტილები“ ან ნათებები თვალწინ
- თვალის სწრაფი დაღლა
ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური შემოწმება
- ბავშვებში – მხედველობის განვითარების კონტროლი
- ზრდასრულებში – წელიწადში ერთხელ
- 40 წლის შემდეგ – რეგულარული სკრინინგი (განსაკუთრებით გლაუკომის რისკის გამო)
What ასაკიდან იღებს პაციენტებს
ოფთალმოლოგი პაციენტებს იღებს ნებისმიერი ასაკიდან ახალშობილებიდან -ხანდაზმულების ჩათვლიათ
დამატებითი ინფორმაცია
ჩვენს კლინიკაში თვალის გამოკვლევა ტარდება უახლესი იაპონური აპარატურის გამოყენებით. პაციენტების კომპორტისთვის ადგილზე გვაქვს ოპტიკა, სადაც სურვილის შემთხვევაში პაციენტს შეუძლია შეარჩიოს მზა სათვალე ან ჩარჩო, რომელშიც ნებისმიერი ტიპის მინის ჩასმას ჩვენვე უზრუნველვყოფთ. ასევე, ხელმისაწვდომია ოპტიკური ლინზებიც.
დამატებითი Advice for
მხედველობის პრობლემების დროული აღმოჩენა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს, ამიტომ რეკომენდებულია რეგულარული კონტროლი მაშინაც კი, თუ გამოხატული ჩივილები არ გაქვთ