წელის ტკივილი, მალთაშუა დისკის პროტრუზია და თიაქარი — როდის არის საჭირო რეაბილიტაცია და როდის ოპერაცია?

წელის Pain – გავრცელებული Relationships

წელის ტკივილი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  პრობლემაა და მნიშვნელოვნად აისახება ადამიანის ყოველდღიურ აქტივობაზე, შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე. ტკივილი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და ჰქონდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მიმდინარეობა.

წელის ტკივილი ზოგჯერ მსუბუქი დისკომფორტით ვლინდება, ზოგჯერ კი ზღუდავს სიარულს, დახრას, წამოდგომას ან ხანგრძლივად ჯდომას. შესაძლოა გავრცელდეს კიდურებში და თან ახლდეს ჩხვლეტა, დაბუჟება ან კუნთის სისუსტე.

What become იწვევდეს წელის ტკივილს?

წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მათ შორისაა:

  • კუნთებისა და იოგების გადაძაბვა ან დაზიანება;
  • ხერხემლის მალთაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებები;
  • მალთაშუა დისკის პროტრუზია ან თიაქარი;
  • ხერხემლის მცირე სახსრებისა და სხვა სტრუქტურების პათოლოგიები;
  • ხერხემლის არხის შევიწროება;
  • იშვიათად — მოტეხილობა, ინფექციური ან სიმსივნური პროცესები და შინაგანი ორგანოების დაავადებები.

ტკივილის ზუსტი მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია პაციენტის ჩივილების, სამედიცინო ისტორიისა და ფიზიკური მდგომარეობის შეფასება. საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგიური კვლევების ჩატარება.

What are მალთაშუა დისკის პროტრუზია and თიაქარი?

მალთაშუა დისკები ხერხემლის მალებს შორის მდებარე ხრტილოვანი სტრუქტურებია, რომლებიც დატვირთვის განაწილებასა და მოძრაობის დროს ამორტიზაციას უზრუნველყოფენ. ასაკთან ერთად ან სხვადასხვა დატვირთვისა და დაზიანების ფონზე დისკში შეიძლება განვითარდეს დეგენერაციული ცვლილებები და შეიცვალოს მისი ფორმა. განვითარდეს პროტრუზია ან თიაქარი. მარტივად რომ ვთქვათ, პროტრუზია წარმოადგენს დისკის თიაქრის საწყის ეტაპს. ამ დროს შიგთავსი (რბილი ბირთვი) ჯერ კიდევ ფიბროზული რგოლის საზღვრებშია მოქცეული. მალთაშუა დისკის თიაქარი უფრო ფართო ტერმინია, რომელიც ფიბროზული რგოლის რღვევას და რბილი ბირთვის დისკის საზღვრებიდან გადაადგილებას-ექსტრუზიას გულისხმობს. თუ ფრაგმენტი სრულად სცილდება დისკს, ამას სეკვესტრაცია ეწოდება.

ამრიგად, პროტრუზიასა და ექსტრუზიას შორის განსხვავება ძირითადად დისკის დეფორმაციის ფორმასა და გადაადგილებული პულპის თავისებურებებს ეხება. პროტრუზია ყოველთვის მსუბუქ მდგომარეობას არ ნიშნავს, ხოლო ექსტრუზია ავტომატურად მძიმე სიმპტომებს არ იწვევს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ MRI-ზე აღმოჩენილი პროტრუზია ან თიაქარი ყოველთვის არ არის ტკივილის მიზეზი. მკურნალობის დაგეგმვისას რადიოლოგიური კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს პაციენტის ნევროლოგიურ სიმპტომებთან კორელაციაში.

how მკურნალობენ მალთაშუა დისკის პროტრუზიასა and თიაქარს?

მკურნალობა დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე, სიმპტომების ხანგრძლივობაზე, ნევროლოგიურ მდგომარეობასა და ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვის ხარისხზე.
ბევრ პაციენტში ეფექტურია კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

  • მედიკამენტოზურ თერაპიას ;
  • ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
  •  პაციენტის შესაძლებლობებზე მორგებულ სამკურნალო ვარჯიშებს;
  • ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის თანდათანობით აღდგენას;

ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის. მდგომარეობის შესაბამისად შერჩეული მოძრაობა და აქტივობის ეტაპობრივი აღდგენა ხშირად მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რეაბილიტაციის მიზანი მხოლოდ ტკივილის დროებითი შემცირება არ არის — ის მიმართულია ფუნქციის გაუმჯობესებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში უსაფრთხო დაბრუნებისკენ.

When are Necessary ოპერაცია?

მალთაშუა დისკის თიაქრის არსებობა თავისთავად ოპერაციის ჩვენება არ არის. ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, შესაბამისი სპეციალისტის შეფასების საფუძველზე.

 ქირურგიული მკურნალობა განიხილება შემდეგ შემთხვევებში:

– უშედეგო მკურნალობა: მწვავე ტკივილი, რომელიც არ იხსნება მედიკამენტებით ან ფიზიოთერაპიით 6–12 კვირის მანძილზე.

– მხრის ან ფეხის კუნთოვანი სისუსტე: კიდურებში ძალის მნიშვნელოვანი დაკარგვა (მაგალითად, „ჩამოვარდნილი ტერფი“ ან საგნების ხელიდან ვარნა).

– „რაშის კუდის“ სინდრომი (Cauda Equina Syndrome): გადაუდებელი მდგომარეობა, რომელსაც ახლავს შარდის ან განავლის შეუკავებლობა/შეყოვნება და შორისის არეში მგრძნობელობის კარგვა.

– ზურგის ტვინის ან ნერვის ძლიერი კომპრესია: როდესაც პროგრესირებს  ნევროლოგიური დეფიციტი ან აუტანელი ტკივილი

– ასევე აუცილებელია დროული სამედიცინო შეფასება, თუ ტკივილს ახლავს ცხელება, აუხსნელი წონის კლება, მნიშვნელოვანი ტრავმის ისტორია ან სხვა საეჭვო ნიშნები.

იზრუნეთ თქვენს ხერხემალსა and მოძრაობის თავისუფლებაზე!

წელის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი აქვს, ხოლო მალთაშუა დისკის პროტრუზია ან თიაქარი ყოველთვის არ მოითხოვს ოპერაციას. სწორად ჩატარებული შეფასება, შესაბამისი მკურნალობა და ინდივიდუალურად დაგეგმილი რეაბილიტაცია ბევრ პაციენტს ეხმარება ტკივილის მართვასა და აქტიური ცხოვრების დაბრუნებაში.

 

en_US