ფლებოლოგია

ფლებოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ვენური სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, თანამედროვე არაინვაზიური და მინიმალურად ინვაზიური მეთოდების გამოყენებით.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება ზუსტ დიაგნოსტიკასა და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობის გეგმას, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ შედეგს და გართულებების პრევენციას. 
ანგიოქირურგ უჩა დოლიძის ხელმძღვანელობით. საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება ვარიკოზული დაავადების მკურნალობა თანამედროვე CLACS (Cryo Laser and Cryo Sclerotherapy) მეთოდით.

 

What დაავადებებს მკურნალობს ფლებოლოგი:
• ვენების ვარიკოზული დაავადება
• თრომბოფლებიტი
• ღრმა ვენების თრომბოზი
• ქრონიკული ვენური უკმარისობა
• კაპილარული ბადე (ტელეანგიაზიები)
• ფეხების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება
• ვენური წყლულები

When should მივმართოთ ფლებოლოგს:
მიმართვა რეკომენდებულია, თუ შეამჩნიეთ:
• ფეხებში სიმძიმე და დაღლილობა
• ვენების გამოხატული გაფართოება
• შეშუპება, განსაკუთრებით დღის ბოლოს
• ტკივილი ან წვა ვენების გასწვრივ
• კანის ფერის ცვლილება ქვედა კიდურებზე
• ღამის კრუნჩხვები

ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური კონსულტაცია:
• მჯდომარე ან ხანგრძლივად მდგომი სამუშაოს შემთხვევაში
• ორსულობის პერიოდში და შემდეგ
• მემკვიდრეობითი მიდრეკილების არსებობისას

What ასაკიდან იღებს პაციენტებს:
• ფლებოლოგი პაციენტებს იღებს ძირითადად ზრდასრულ ასაკში
• ზრდასრულები და ხანდაზმულები

Services and Treatment მეთოდები:
• ქვედა კიდურების ვენების დოპლეროგრაფია
• კაპილარების (ტელეანგიაზიების) სკლეროთერაპია (მედიკამენტოზური და/ან ლაზერული,
• ვარიკოზული ვენების ლაზერული მკურნალობა (ულტრაბგერითი კონტროლით)
• ვარიკოზული ვენების რადიოაბლაცია

დამატებითი უპირატესობა:
თანამედროვე მინიმალურად ინვაზიური მეთოდები უზრუნველყოფს პროცედურების ნაკლებად მტკივნეულ მიმდინარეობას, სწრაფ აღდგენას და ყოველდღიურ აქტივობებზე სწრაფ დაბრუნებას.

მნიშვნელოვანი რეკომენდაცია:
ვენური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს, ამიტომ პირველივე სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია.

CUTERA: excel®V+
 

1. როგორ მუშაობს Cutera სისხლძარღვებზე?

ლაზერი იყენებს შერჩევითი ფოტოთერმოლიზის პრინციპს. მისი ტალღის სიგრძე (ყველაზე ხშირად გამოიყენება Nd:YAG 1064 ნმ ლაზერი) მიმართულია სისხლძარღვში არსებულ ჰემოგლობინზე.

  • ლაზერის სხივი უსაფრთხოდ გადის კანის ზედაპირს და შეიწოვება უშუალოდ დაზიანებული ძარღვის მიერ.

  • სისხლძარღვი შიგნიდან ცხელდება, ხდება მისი კოაგულაცია (“შეწებება”).

  • დროთა განმავლობაში ეს დახშული ძარღვი ორგანიზმის მიერ გაიწოვება და კანი სრულიად სუფთავდება.

2. რას მკურნალობენ Cutera-ს ლაზერით ფლებოლოგიაში?

Cutera-ს აპარატები იდეალურია კანქვეშა და კანზედა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მოსაშორებლად, რომლებსაც ქირურგიული სკალპელი ვერ მისწვდება:

  • ტელეანგიექტაზიები : ფეხებზე არსებული წვრილი იასამნისფერი, ლურჯი ან წითელი კაპილარული ქსელები.

  • სახის კუპეროზი და როზაცეა: ლოყებზე და ცხვირზე გამოხატული წვრილი სისხლძარღვები და სიწითლე.

  • რეტიკულური ვენები: მცირე ზომის (2-3 მმ დიამეტრის) ლურჯი ვენები ფეხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.

  • ჰემანგიომები და “ღვინის ლაქები”: თანდაყოლილი ან შეძენილი სისხლძარღვოვანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.

3. Cutera-ს ტექნოლოგიური უპირატესობები

  • კანის ინტეგრირებული გაგრილება : Cutera-ს აქვს უნიკალური გაგრილების სისტემა (საპოხი/საგრილებელი თავაკი), რომელიც იცავს კანის ზედა ფენას გადახურებისგან. ეს პროცედურას ხდის მაქსიმალურად კომფორტულს და გამორიცხავს დამწვრობის რისკს.

  • სხვადასხვა დიამეტრის ძარღვებზე მუშაობა: აპარატს აქვს პარამეტრების ზუსტი რეგულირების საშუალება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს ერთ სესიაზე მოაშოროს როგორც უწვრილესი კაპილარები, ისე შედარებით ღრმა, ლურჯი ვენები.

  • არატრავმულობა და რეაბილიტაციის არქონა: პროცედურის შემდეგ პაციენტი ეგრევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არ საჭიროებს ნაკერებს, სახვევებს ან ხანგრძლივ გამოჯანმრთელებას.

ფლებოლოგები კლინიკაში 4&8

en_US