Tbilisi, Elizbar Mindeli street 7
Neurology
ნევროლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზდება ნერვული სისტემის — თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ნერვების — დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ნევროლოგთან მიმართვა საჭიროა შემდეგი მდგომარეობების დროს
- თავის ტკივილები (მათ შორის შაკიკი) – ბოტულინოთერაპია ( შაკიკის თანამედროვე მკურნალობა ბოტულინოტოქსინით).
- თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
- ინსულტი და მისი შემდგომი მდგომარეობები
- ეპილეფსია
- ნევრიტი და ნევრალგია
- ოსტეოქონდროზი და ნერვის მოჭერა
- პარკინსონის დაავადება
- ალცჰაიმერის დაავადება და მეხსიერების დარღვევები
- უძილობა და ძილის სხვა დარღვევები
- კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტა ან სისუსტე
When should მივმართოთ ნევროლოგს
მიმართვა რეკომენდებულია, თუ შეამჩნიეთ
- ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი
- ხშირი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- მეტყველების, მოძრაობის ან კოორდინაციის დარღვევა
- მეხსიერების გაუარესება
- კუნთების სისუსტე ან კანკალი
- მხედველობის ან სმენის უეცარი ცვლილება
- კრუნჩხვები
- კიდურების დაბუჟება ან ტკივილი
ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური კონსულტაცია
- ქრონიკული თავის ტკივილების შემთხვევაში
- მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ. მაღალი წნევა, დიაბეტი)
- ინსულტის პრევენციისთვის
What ასაკიდან იღებს პაციენტებს
ნევროლოგი პაციენტებს იღებს ნებისმიერი ასაკიდან, თუმცა არსებობს მიმართულებები
- ბავშვთა ნევროლოგი – მუშაობს ახალშობილებსა და ბავშვებთან
- ზრდასრულთა ნევროლოგი – 18 წლიდან