პროფესიული პროფილი
ნინო თამარაშვილი — სერტიფიცირებული ექიმი პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი და ბავშვთა ინფექციონისტი. ფლობს კლინიკური პედიატრიის, ბავშვთა კრიტიკული მედიცინისა და სპეციალიზებული ამბულატორიულ-სტაციონარული მართვის 20 წელზე მეტი ხნის პრაქტიკულ გამოცდილებას. ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პუბლიცისტურ საქმიანობას და არის წამყვანი პედიატრიული ასოციაციების წევრი.
განათლება და კვალიფიკაცია
მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგ პროგრამა — სერტიფიკატი (2023)
რეზიდენტურა (სპეციალობა: ბავშვთა ინფექციური სნეულებები) (2018)
რეზიდენტურა (სპეციალობა: ბავშვთა გასტროენტეროლოგია) (2012)
რეზიდენტურა (სპეციალობა: პედიატრია) (2005)
კვალიფიკაციის ამაღლების კურსი (მოზრდილთა რეანიმაცია) — თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა (2004)
კვალიფიკაციის ამაღლების კურსი (კრიტიკული მედიცინა და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია) — თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა (2004)
დიპლომირებული პედიატრი (ზოგადი პროფილის პედიატრი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული ფაკულტეტი (1995–2002)
სახელმწიფო სერტიფიკატები
სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ბავშვთა ინფექციური სნეულებები“ (2019)
სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ბავშვთა გასტროენტეროლოგია“ (2012)
სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „პედიატრია“ (2005)
ზოგადი პროფილის ექიმი-პედიატრის სერტიფიკატი (2002)
პროფესიული უნარები
ბავშვთა ასაკის დაავადებების, გასტროენტეროლოგიური და ინფექციური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა
კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის მართვა პედიატრიაში
ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების გაძღოლა (ტრენერის კვალიფიკაცია)
სამუშაო გამოცდილება
ექიმი-პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ბავშვთა ინფექციონისტი — ჯეო ჰოსპიტალსი (თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი) (2022–დღემდე)
ექიმი-პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი — ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური (პედიატრიული დეპარტამენტი) (2011–2022)
ექიმი-პედიატრი — ნიუ ჰოსპიტალსი (2013–2014)
ექიმი-პედიატრი — ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკა (2005–2011)
უმცროსი ექიმი (თერაპია-რეანიმაციის განყოფილება) — ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკა (2004–2005)
ექიმი-პედიატრი (გამსვლელი ბრიგადა) — 911 (გორის ფილიალი) (2002–2005)
გამოქვეყნებული სტატიები და პუბლიკაციები
Pediatric Esophageal Achalasia: Navigating Rare Challenges in Young Patients — Georgian Biomedical News (2024)
Chickenpox Complicated by Cellulitis and Systemic Inflammatory Response Syndrome (SIRS) in a Pediatric Patient: A Case Report — Georgian Biomedical News (2025)
პროფესიული ასოციაციების წევრობა
საქართველოს პედიატრთა ეროვნული ასოციაციის წევრი
პედიატრიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და კვების ასოციაციის წევრი
საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის წევრი