პროფესიული პროფილი
ნანო ქიშმარია (MD) — ექიმი ნევროლოგი და მოწვეული ლექტორი. ფლობს კლინიკური ნევროლოგიის, ამბულატორიული და სტაციონარული (მორიგე ექიმი) პაციენტების მართვის გამოცდილებას წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ეწევა აკადემიურ (ნეიროანატომია, ნეიროფიზიოლოგია) და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას (ინსულტის მართვის მიმართულებით პროფესორ ზაზა ქაცარავასთან ერთად). გავლილი აქვს საერთაშორისო სამედიცინო სტაჟირების პროგრამები გერმანიასა და თურქეთში.
განათლება და კვალიფიკაცია
სარეზიდენტო პროგრამა (სპეციალობა: ნევროლოგია) — ევექსის რეზიდენტურა (2020–2024)
დიპლომირებული მედიკოსი (MD, მედიცინის ფაკულტეტი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2012–2018)
პროფესიული უნარები
ამბულატორიული და სტაციონარული ნევროლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკა და მართვა
აკადემიური საქმიანობა: ნეიროანატომიისა და ნეიროფიზიოლოგიის სწავლება
სამედიცინო-საინფორმაციო და სურათების არქივაციის სისტემების (Jivex, Doctra, Webmed, Wabaco) ფლობა
სამუშაო გამოცდილება
მოწვეული ლექტორი (ნეიროანატომია, ნეიროფიზიოლოგია) — ევროპული უნივერსიტეტი (2025–დღემდე)
ექიმი ნევროლოგი (სტაციონარი / ამბულატორია) — კავკასიის მედიცინის ცენტრი (2024–2025)
ექიმი ნევროლოგი (სტაციონარი – მორიგე ექიმი) — ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (2023–2025)
ექიმი ნევროლოგი (ამბულატორია) — American Medical Centre (2024–2025)
ექიმი ნევროლოგი (ამბულატორია) — მედიქალ ევიდენსი (Medical Evidence) (2024–2025)
ექიმი ნევროლოგი (ამბულატორია) — კლინიკა ნოვაციო (Novacio) (2024–2025)
საერთაშორისო სტაჟირება
სტაჟირების პროგრამა — HELIOS Vogtland Klinikum Plauen, გერმანია (2017–2018)
სტაჟირების პროგრამა — Atatürk University Hospital, ერზურუმი, თურქეთი (2016)
კვლევები და პუბლიკაციები
სამეცნიერო კვლევა: Prehospital delay in patients with acute stroke in Georgia (პროფ. ზაზა ქაცარავასთან ერთად, 2024–2025)