პროფესიული პროფილი
მანანა შევარდნაძე (MD, PhDc) — ექიმი კარდიოლოგი, ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ფლობს კლინიკური კარდიოლოგიის, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. სამედიცინო განათლებასთან ერთად ფლობს ეკონომიკურ განათლებასაც.
განათლება და კვალიფიკაცია
სამედიცინო ფაკულტეტის დოქტორანტი (MD, PhDc) — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2021 წლის მარტიდან–დღემდე)
კლინიკური ორდინატურა (სპეციალობა: კარდიოლოგია) — დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, ქ. სანქტ-პეტერბურგი (2001–2003)
პირველადი სპეციალიზაცია გულის ულტრასონოგრაფიაში — სანქტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის კარდიოლოგიის კათედრა (2002)
დიპლომირებული მედიკოსი (სამკურნალო ფაკულტეტი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (1995–2001)
ეკონომიკის ფაკულტეტი — საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (1990–1996)
სახელმწიფო სერტიფიკატები და კვალიფიკაცია
სპეციალიზაცია ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიაში — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო / სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (2022)
სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „კარდიოლოგია“ — თბილისის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია (2004)
საერთაშორისო სერტიფიკატი სპეციალობაში „კარდიოლოგია“ — სანქტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია (2003)
პროფესიული უნარები
ამბულატორიული და სტაციონარული კარდიოლოგიური პაციენტების მართვა
ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (გულის ულტრასონოგრაფია)
გადაუდებელი კარდიოლოგიური და ქირურგიული პაციენტების მონიტორინგი
სამუშაო გამოცდილება
ექიმი კარდიოლოგი — ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი (AHT) (2022 წლის მარტიდან–დღემდე)
ექიმი კარდიოლოგი (ამბულატორიული დეპარტამენტი) — კავკასიის მედიცინის ცენტრი (2021 წლის სექტემბერი – 2022 წლის თებერვალი)
ექიმი კარდიოლოგი (ამბულატორიული დეპარტამენტი) — აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი (2014–2021)
ექიმი კარდიოლოგი (ქირურგიის სტაციონარი) — აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი (2007–2014)
ექიმი კარდიოლოგი — ამერიკულ-ბერძნული სამედიცინო ფონდი „HYPPOCRATES“ (2004–2007)
ექიმი კარდიოლოგი — წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკა „პოკროვსკაია“ (სანქტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის ბაზა) (2001–2003)