პროფესიული პროფილი

თინათინ დვალიშვილი — სერტიფიცირებული ექიმი ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი („მითოდრამა“). ფლობს მრავალწლიან კლინიკურ და მენეჯერულ გამოცდილებას წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. სპეციალიზებულია პაციენტთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვაში, კლინიკურ მენეჯმენტსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკაში.

განათლება და კვალიფიკაცია

  • დიპლომი ფსიქოთერაპიის მეთოდში „მითოდრამა“ (2025)

  • სახელმწიფო მოწმობა ბავშვთა ფსიქიატრიაში (2023)

  • სახელმწიფო სერტიფიკატი მოზრდილთა ფსიქიატრიაში (2021)

  • დიპლომისშემდგომი განათლება (რეზიდენტურა ფსიქიატრიაში) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2018–2021)

  • დიპლომირებული მედიკოსი (მედიცინის ფაკულტეტი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2007–2013)

პროფესიული უნარები

  • ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული შეფასება, დიაგნოსტიკა და მართვა

  • ფსიქოთერაპიული ინტერვენცია („მითოდრამა“)

  • კლინიკური პროცესების მენეჯმენტი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკა

სამუშაო გამოცდილება

  • კონსულტანტი ფსიქიატრი — მცხეთის სამედიცინო ცენტრი (2023–დღემდე)

  • ექიმი ფსიქიატრი — „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“ (2022–დღემდე)

  • კლინიკური მენეჯერი, ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი — თსსუ და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა (2019–დღემდე)

  • რეზიდენტი, უმცროსი ექიმი — შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ (2019–2022)

  • ექიმის თანაშემწე, უმცროსი ექიმი — შპს „ნიუ ჰოსპიტალსი“ (2014–2019)

ka_GE