
რა არის ცელულიტი და როგორ ვებრძოლოთ მას?
ცელულიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ესთეტიკური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ასაკის ქალს შეიძლება ჰქონდეს. ხშირად შეცდომით ფიქრობენ, რომ ის მხოლოდ ჭარბ წონასთან არის დაკავშირებული, თუმცა რეალურად ცელულიტი შეიძლება ჰქონდეს გამხდარ ადამიანსაც.
რატომ წარმოიქმნება ცელულიტი?
ცელულიტი კანის ქვეშ არსებული ცხიმოვანი უჯრედების, შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის ცვლილებების შედეგია. როდესაც ცხიმოვანი უჯრედები ზომაში იზრდება და ქსოვილებზე ზეწოლას ახდენს, კანის ზედაპირზე ჩნდება არათანაბარი, “ფორთოხლის კანის” მსგავსი რელიეფი.
მისი წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორმა:
* ჰორმონალურმა ცვლილებებმა;
* მემკვიდრეობამ;
* უმოძრაო ცხოვრების წესმა;
* არასწორმა კვებამ;
* სითხის შეკავებამ ორგანიზმში;
* სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევამ.
სწორედ ამიტომ ცელულიტთან ბრძოლა მხოლოდ კრემებით ან დიეტით, როგორც წესი, საკმარისი არ არის.
თანამედროვე ტექნოლოგია და მედიცინა ცელულიტია პრობლემის მოგვარების ბევრ ალტერნატივას გვთავაზობს, თუმცა რომელია ყველაზე ეფექტური გზა?
ჩვენ შევეცდებით ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
რა არის ენდოსფეროს პროცედურა?
ენდოსფერო თანამედროვე, არაინვაზიური აპარატული პროცედურაა, რომელიც სპეციალური მიკროვიბრაციული კომპრესიის ტექნოლოგიით მუშაობს.
პროცედურის დროს აპარატის სპეციალური როლერები ნაზად, მაგრამ ინტენსიურად მოქმედებს ქსოვილებზე. ეს ხელს უწყობს ლიმფური სისტემის გააქტიურებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას და ხელს უწყობს კანის გამკვრივებას.
პროცედურა უმტკივნეულოა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს და მისი დასრულებისთანავე შეგიძლიათ ჩვეულებრივ საქმიანობას დაუბრუნდეთ.
როგორ მოქმედებს ენდოსფეროს პროცედურა?
ენდოსფეროს მოქმედება კომპლექსურია. ის მხოლოდ ცელულიტის ვიზუალურად შემცირებაზე არ მუშაობს.
პროცედურა:
* აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას;
* ამცირებს შეშუპებას;
* ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნას;
* აუმჯობესებს კანის ტონუსსა და ელასტიკურობას;
* ამცირებს “ფორთოხლის კანის” ეფექტს;
* სხეულის კონტურებს უფრო გამოკვეთილს ხდის.
საუკეთესო შედეგისთვის, როგორც წესი, რეკომენდებულია პროცედურების სრული კურსი, რომელსაც სპეციალისტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი?
ენდოსფეროს ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება, როდესაც პროცედურებს ჯანსაღი ცხოვრების წესიც ახლავს.
რამდენიმე მარტივი რჩევა:
* დღის განმავლობაში დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი;
* შეამცირეთ ტკბილეულის, სწრაფი კვებისა და ზედმეტად მარილიანი პროდუქტების მიღება;
* ყოველდღიურ რაციონში დაამატეთ ბოსტნეული, ხილი და ცილოვანი პროდუქტები;
* ეცადეთ, ყოველდღიურად იაქტიუროთ — თუნდაც 30-წუთიანი სეირნობა ძალიან სასარგებლოა;
* შეზღუდეთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები, რადგან ისინი სითხის შეკავებას უწყობს ხელს.
სწორი კვება და მოძრაობა პროცედურის შედეგს არა მხოლოდ აჩქარებს, არამედ მიღებული ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებაშიც გეხმარებათ.
ენდოსფეროს პროცედურა უკვე ნეო-ნეოშია!
თუ გსურთ, შეამციროთ ცელულიტი, გაიუმჯობესოთ კანის ხარისხი და სხეულის კონტურები უფრო გამოკვეთილი გახადოთ, ენდოსფეროს პროცედურა უკვე ხელმისაწვდომია „ნეო-ნეოს“ მინდელის ფილიალში.
დაჯავშნეთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტებთან და ერთად შევარჩევთ თქვენზე მორგებულ პროცედურების კურსს, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.