თბილისი, ელიზბარ მინდელის 7 ბ;
ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგია შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებებსა და ჰორმონალურ დისბალანსს. მიმართულება მოიცავს ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და სხვა მეტაბოლური დარღვევები.
ენდოკრინოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც მკურნალობს ჰორმონალურ დარღვევებს და ენდოკრინული ჯირკვლების (ფარისებრი, პანკრეასი, ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვლები) დაავადებებს.
ძირითადად რა დაავადებებს მკურნალობს:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები:
• ჰიპოთირეოზი
• ჰიპერთირეოზი
• ჰაშიმოტოს თირეოიდიტი
• გრეივსის დაავადება
• კვანძოვანი ჩიყვი
შაქრიანი დიაბეტი და მეტაბოლური დარღვევები:
• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1
• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2
• პრედიაბეტი
• სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
ჰორმონალური დარღვევები:
• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
• ჰორმონალური დისბალანსი
• მენსტრუალური ციკლის დარღვევები
ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები:
• კუშინგის სინდრომი
• ადისონის დაავადება
• ჰორმონგამომყოფი ადენომები
კალციუმისა და ძვლის ცვლის დარღვევები:
• ოსტეოპოროზი
• ვიტამინ D-ის დეფიციტი
ჩვენი დამატებითი სერვისები:
- დიაბეტის სკოლა — უკვე დადგენილი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, მაღალი რისკის ჯგუფის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
- წონის ჯანსაღი კორექციის პროგრამა — თანამედროვე მედიკამენტოზური მკურნალობა (ოზემპიკი / მუნჯარო)
როდის უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს:
• წონის მკვეთრი მატება ან კლება
• მუდმივი დაღლილობა, სისუსტე
• გულცემა, ოფლიანობა, ხელების კანკალი
• სიცივის ან სიცხის აუტანლობა
• კანის, თმის ან ფრჩხილების ცვლილებები
• მენსტრუალური ციკლის დარღვევები
• უშვილობის ეჭვი
• ძლიერი წყურვილი და ხშირი შარდვა (დიაბეტის შესაძლო ნიშნები)
• კისრის არეში გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი