ვარიკოზი და ზაფხული – რა უნდა გავითვალისწინოთ მგზავრობისას?

ზაფხულში, წლის  ყველაზე ცხელ პერიოდში, მწვავდება ქრონიკული ვენური უკმარისობის გამომწვევი ისეთი დაავდების სიმპტომები, როგორიცაა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

მძაფრდება შეშუპებები, სიმძიმის და წვის შეგრძნება წვივებში და ასევე ქავილი ვარიკოზული ვენების არეში.

ზაფხულობით ყველაზე ხშირია ვარიკოზის ისეთი გართულებები როგორიცაა, თრომბოზები, თრომბოფლებიტები, ვარიკოზული წყლული და ეგზემა.

ზაფხულში ბევრი ადამიანი მიეშურება შვებულებაში, ზოგს ფრენა უწევს, ზოგს ავტოტრანსპორტით დიდ მანძილზე გადაადგილება. ამას მოყვება სტატიკური დატვიორთვა და როგორც შედეგი ვენური სისსხლი შეგუბებითი პროცესის გამძაფრება, სიმძიმე ფეხებში, შეშუპებები, ძნელად მორგებული ფეხსაცმელი, თრომბოფლებიტები, ტკივილი  და შედეგად დისკომფორტი გასდევს მთელი დასვენების  პერიოდს.

თუ მაინც გადადეთ ვარიკოზის მკურნალობა საშემოდგომოდ და გაწუხებთ ზემოთაღწერილი სიმპტომები, გირჩევთ მგზავრობისას ატაროთ კომპრესიული წინდები – იგივე სამოგზაურო წინდები, ის საგრძნობლად შეამცირებს ან სრულად გააქრობს შეშუპებეს, მოგცემთ ფეხებში სიმსუბუქის შეგრძნებას და თრომბოფლებიტის რიკსაც შეამცირებს.

ასევე ზაფხულის ცხელ დღეებში გირჩევთ თან იქონიოთ წყალი და საკმარისი რაოდენობით მიიღო იგი დღის განმავლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოვნება და ვარიკოზულ ვენებში თრომბის გაჩენის რისკი.

ასევე, კარგ პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს ფეხით სეირნობა, ცურვა და საღამოს კონტრასტული შხაპი მიხება წვივებზე.

ავტორი: სისხლძარღვთა ქირურგი და ფლებოლოგი უჩა დოლიძე

ka_GE