ოფთალმოლოგია

ოფთალმოლოგია უზრუნველყოფს თვალის დაავადებებისა და მხედველობის პრობლემების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მიმართულება მოიცავს მხედველობის კორექციას, კატარაქტის, გლაუკომისა და ბადურას პათოლოგიების თანამედროვე მეთოდებით მართვას. 

ოფთალმოლოგიური კვლევები:

  • ვიზიომეტრია,  რეფრაქციის დადგენას (მხედველობის შემოწმება);

  • კერატორეფრაქტომეტრია (სათვალის შერჩევას და კონტაქტური ლინზების დანიშვნას);

  • ბიომიკროსკოპია, თვალის წინა ნაწილის დათვალიერება  (რქოვანას დათვალიერება, თვალის სიმშრალე, კონუქტივიტი,  კატარაქტა სხვ.);

  • თვალის წნევის გაზომვა;

  • უცხო სხეულის ამოღება რქოვანადან და კონიუნქტივის ღრუდან;

  • ოფთალმოსკოპია, თვალის ფსკერის დათვალიერება;

  • თვალის წინა ნაწილი ( მშრალი თავლის სინდრომი, კონიუნქტივისა და რქოვანას დაავადებები);

  • რეფრაქციული მანკების მართვა (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი);

  • კატარაქტა ;

  • გლაუკომა ;

  • ორბიტოპათია ;

  • რეტინა, ბადურა გარსის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია);

  • უვეიტები.

პროფესიონალთა გუნდი უახლესი ტექნოლოგიებითა და უნიკალური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული საშუალებებით უზრუნველყოფენ მკურნალობის საუკეთესო შედეგებს.

ცენტრი ბოლო თაობის აპარატურით გთავაზობთ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, როგორიცაა: 

  • ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) ZEISS CIRRUS FOTO – ბადურის ცენტრალური უბნის, მხედველობის ნერვის გლაუკომატოზური ცვლილებების და თვალის წინა სეგმენტის პათოლოგიების დასადგენად;

  • ფლუორესცენტული ანგიოგრაფია – თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მაღალტექნოლოგიური კვლევა;

  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – B სკანი (Sonomed) – თვალის უკანა მონაკვეთის ექოსკოპია, კომპიუტერული პერიმეტია (TOMEY)- მხედველობის ველის დაზიანებების კომპიუტერული ანალიზი;

  • ოპტიკური ბიომეტრი  Tomey ( OA-2000 Optical Biometer)– კატარაქტის ოპერაციისთვის ხელოვნური ბროლის ნომრის მაღალი სიზუსტით გამოსათვლელად;

 

კლინიკაში მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტებით ტარდება: კატარაქტის უნაკერო, ულტრაბგერითი ოპერაცია.
ფაკოემულსიფიკაცია ბროლების იმპლანტაციით შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ასაკობრივი კატარაქტა;

  • ტრავმული კატარაქტა;

  • გართულებული კატარაქტა;

 

მეორადი კატარაქტის ლაზერული მკურნალობა – YAG ლაზერული კაფსულოტომია. Quantel MedicalQuantel Medical Optimis Fusion Yag/SLT Laser)

 

ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები: წინა საკანზე შუნტის დადების ოპერაცია; ტრაბეკულოტომია ირიდექტომიით, ტრაბეკულოპლასტიკა; 

გალუკომის ლაზერული მეთოდით მკურნალობა:Quantel MedicalQuantel Medical Optimis Fusion Yag/SLT Laser)

  • წინა ვიტრექტომია;

  • ფრთისებრი აპკის ამოკვეთა და კონიუნქტივის ტრანსპლანტირება;

  • ქალაზიონის გაკვეთა;

  • ქუთუთოს პლასტიკა.

ჩვენს კლინიკა ,არის ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების მიერ  ერთობლივი მართვა ენდოკრინულ პათოლოგიებთან ასოცირებული თვალის დაავადებების, როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია, გრეივსის ორბიტოპათია უახლესი გაიდლაინების მიხედვით.

ექიმები ოფთალმოლოგიის მიმართულებით

ka_GE