პროფესიული პროფილი

სერგი ხეცურიანი — ექიმი რევმატოლოგი, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მაგისტრი და მოწვეული ლექტორი. ფლობს კლინიკური რევმატოლოგიის, თერაპიული პაციენტების მართვისა და აკადემიური პედაგოგიური საქმიანობის მრავალმხრივ გამოცდილებას წამყვან სამედიცინო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში.

განათლება და კვალიფიკაცია

  • სარეზიდენტო პროგრამა (სპეციალობა: რევმატოლოგია) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2019–2022)

  • მაგისტრის ხარისხი (ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2017–2019)

  • დიპლომირებული მედიკოსი (მაგისტრთან გათანაბრებული) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2011–2017)

სახელმწიფო სერტიფიკატები

  • ექიმი რევმატოლოგი (2022)

პროფესიული უნარები

  • რევმატოლოგიური და თერაპიული პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა

  • აკადემიური საქმიანობა: რევმატოლოგიისა და პათოლოგიის (პათანატომია, პათფიზიოლოგია) სწავლება

  • ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი

სამუშაო გამოცდილება

  • ექიმი რევმატოლოგი — კონსილიუმ მედულა (2025–დღემდე)

  • ექიმი რევმატოლოგი — კლინიკა „ნოვაციო“ (2024–დღემდე)

  • მოწვეული ლექტორი (პათოლოგია – პათანატომია / პათფიზიოლოგია) — საქართველოს უნივერსიტეტი (2024–დღემდე)

  • ექიმი რევმატოლოგი — გერმანული ჰოსპიტალი (2023–დღემდე)

  • მოწვეული ლექტორი (რევმატოლოგია) — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2023–დღემდე)

  • მოწვეული ლექტორი (რევმატოლოგია) — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2023–დღემდე)

  • ექიმი რევმატოლოგი — კლინიკა „ვისტამედი“ (2022–დღემდე)

  • ექიმი რევმატოლოგი — თბილისის გულის ცენტრი (2022–დღემდე)

  • მორიგე თერაპევტი (თერაპიული განყოფილება) — თბილისის გულის ცენტრი (2021–2024)

  • უმცროსი ექიმი — კარდიოექსპრესი (2019–2021)

  • პირადი ექიმის ასისტენტი — სს „კურაციო“ (2018–2019)

ru_RU