Тбилиси, Элизбар Миндели 7 Б
ალერგოლოგია
ალერგოლოგია-იმუნოლოგ-ალერგოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს იმუნური სისტემის დარღვევებსა და ალერგიულ დაავადებებზე. ყველაზე ხშირად ის მართავს შემდეგ მდგომარეობებს:
ალერგიული დაავადებები:
- ალერგიული რინიტი (ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ქავილი)
- ბრონქული ასთმა
- ატოპიური დერმატიტი
- ურტიკარია (ქავილიანი გამონაყარი)
- ანაფილაქსია (მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია)
- საკვების, მედიკამენტების, მწერების ნაკბენის ალერგიები
იმუნური სისტემის დარღვევები:
- იმუნოდეფიციტი (დაქვეითებული იმუნიტეტი, ხშირი ინფექციები)
- აუტოიმუნური დაავადებების ნაწილი (როცა იმუნური სისტემა საკუთარ ორგანიზმს ებრძვის), მაგალითად:
- ჰაშიმოტოს თირეოიდიტი
- ლუპუსი (მგლურა)
სხვა Направления:
- ხშირი ან განმეორებადი ინფექციების შეფასება
- ვაქცინაციასთან დაკავშირებული კონსულტაცია
- ალერგიის ტესტირება (მედიკამენტოზური სინჯები, კანის პრიკ-ტესტი, სისხლის ანალიზები)
- სპირომეტრია (ფილტვის ფუნქციის შეფასება, განსაკუთრებით ბრონქული ასთმა-ს დიაგნოსტიკისა და კონტროლისთვის)
- ალერგენის სპეციფიკური იმუნოთერაპია
Когда нам მივმართოთ იმუნოლოგ–ალერგოლოგს:
- ხანგრძლივი ცემინება, ცხვირის გაჭედვა ან სურდო (განსაკუთრებით სეზონურად)
- კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
- სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ხველა (ასთმის ეჭვი)
- საკვების ან მედიკამენტის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქცია
- ხშირად განმეორებადი ინფექციები (იმუნიტეტის შესაფასებლად)
- მოულოდნელი შეშუპება (ტუჩები, ქუთუთოები, ყელი)
- ძლიერი ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსია-ს ისტორია