Тбилиси, Элизбар Миндели 7 Б
1. როდის იქცევა სექსუალური დისფუნქცია პრობლემად?
– სექსუალური დისფუნქცია პრობლემად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ის მუდმივ ხასიათს ატარებს (გრძელდება რამდენიმე თვე) და იწვევს თქვენს პერსონალურ შფოთვას ან პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვას. მნიშვნელოვანია განასხვავოთ შემთხვევითი „ჩავარდნა“ სისტემური დარღვევისგან, რომელიც ხელს გიშლით სრულფასოვანი სიამოვნების მიღებაში. თუ მდგომარეობა სტაბილურია, ის ხშირად მიანიშნებს ფარულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ მიზეზებზე, რაც სპეციალისტის ჩართულობას საჭიროებს.
2. თუ ჩემს პარტნიორს არ აქვს სექსუალური მოთხოვნილება, ეს ჩემი ბრალია? მაშასადამე, მე არ ვარ სასურველი მისთვის?
– ადამიანი იღებს ზედმეტ პასუხისმგებლობას ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მასზე დამოკიდებული. თქვენს სასურველობას არ განსაზღვრავს პარტნიორის მხრიდან თქვენს კონკრეტულ შეთავაზებაზე უარის თქმა. მიმღებლობა და ემპათია დაგეხმარებათ თქვენში სექსუალური მოთხოვნილების გაღვიძებაში.
3. ყოველთვის უნდა დავაკმაყოფილო პარტნიორი?
– უნდა შევცვალოთ სიტყვა “ყოველთვის” შემდეგი სოტყვებით: “მინდა” და “შემიძლია”.
4. პარტნიორი ჩემთან სექსის შემდეგ იყო ცოტათი მოწყენილი და უხასიათო. მაშასადამე, არ მოეწონა ჩემთან ურთიერთობა?
– მხოლოდ ნეგატიურ ასპექტებზე გვაქვს ფოკუსირება ,რაც არასწორია. კონკრეტული პარტნიორის კმაყოფილება ან დაუკმაყოფილებლობა სცდება ხოლმე თქვენივშესაძლებლობების ზღვარს.
5. თუ ერთხელ განვიცადე ფიასკო, ყოველთვის ცუდ ვიქნები სექსში?
– განზოგადება არასწორია, ფაქტიდან გამომდინარე შესაძლოა ეს მომხდარიყო, თუმცა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა განმეორდეს.
6. თუ მე დღეს არ მექნება სექსი პარტნიორთან და უარს ვეტყვი, მას დავკარგავ?
– ღია კომუნიკაცია საკუთარ სურვილებზე და მათი თამამად გაზიარება ერთმანეთთან განაპირობებს თქვენს უკეთეს სექსუალურ ცხოვრებას და ჰარმონიულ, პირად ურთიერთობებს.
7. ჩემს პარტნიორს არ აქვს მოთხოვნილება და ეს გარკვეულწილად ჩემი ბრალია, ალბათ ცუდი ვარ სექსში?
– სექსში ბრალეულობა არ არსებობს. მეტწილად, ჩვენზე არ არის დამოკიდებული ჩვენს სხეულს რა რეაქცია ექნება. წარუმატებელი აქტის ერთი ან რამდენიმე შემთხვევა არ განსაზღვრავს ჩვენი სექსუალური ცხოვრების ხარისხს.
8. როდესაც მამაკაცი ამბობს, რომ პარტნიორის ყველა შემოთავაზებაზე აუცილებელად უნდა მიჩნდებოდეს სექსის ძლიერი სურვილი, ეს რეალურია?
– მამაკაცი შესაძლებელია რომ ამას აიგივებდეს თვითშეფასებასთან (მამაკაცურობასთან), თუმცა სექსის ხარისხი დამოკიდებულია აქტის რეალურ მოთხოვნილებაზე და არა იძულებაზე.
9. როდესაც წყვილებს შორის იკვეთება სექსუალური ხასიათის პრობლემა, უნდა დაშორდნენ, ვინაიდან მათ შორის სექსუალური შეუთავსებლობაა?
– სქესობრივი კავშირი ორი ადამიანის თანამონაწილეობით ხდება და ეს არ არის მხოლოდ ერთის პრობლემა. იგი გვარდება ორივე ადამიანის ჩართულობით. საჭიროა მცდელობა და გულწრფელობა ორივეს მხრიდან.
10. სექსი ყოველთვის იდეალური უნდა იყოს?
– სექსი არ არის გამოცდა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ. ეს არის ჩვენი სიამოვნების წყარო, რომლის შესაფასებლადაც პროცესში ყოფნა და სიამოვნების მიღებაა საჭირო.
11. პარტნიორი ფიქრობს, რომ მე ცუდად გამოვიყურები.
– არის შანსი, რომ თქვენი ეს წარმოდგენა წარსული გამოცდილებიდან მოდიოდეს, რომელსაც შესაძლებელია არანაირი კავშირი ჰქონდეს თქვენს ამჟამინდელ რეალობასთან. წარსული ტრამვების გადამუშავებით თქვენი წარმოდგენები რადიკალურად შეიცვლება. ასევე, გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა, რასაც პარტნიორიც აუცილებლად იგრძნობს.
სტატიის ავტორია: გინეკოლოგ-სექსოლოგი- ეკატერინე დარასელია
