Skip to content Skip to footer

რა არის და რა პროცედურებს მოიცავს „ესთეტიკური გინეკოლოგია“

ესთეტიკური გინეკოლოგია არის მედიცინის თანამედროვე მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ქალის ინტიმური ზონის ფუნქციური, ესთეტიკური და სექსუალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ბოლო წლებში ეს სფერო განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რადგან ქალები უფრო მეტად ინტერესდებიან არა მხოლოდ ჯანმრთელობით, არამედ კომფორტით, თვითშეფასებით და სექსუალური ცხოვრების ხარისხით.

ესთეტიკური გინეკოლოგიის პროცედურები ეხმარება ქალებს ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა:

  • „გაფართოვებული საშოს“ სინდრომი;
  • ინტიმური ზონის ფორმის ცვლილება, კანის გაახალგაზრდავება;
  • ვაგინალური სიმშრალე;
  • დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
  • ინტიმური ზონის პიგმენტაცია;
  • მგრძნობელობის დაქვეითება სქესობრივი კავშირის დროს;
  • ანორგაზმია;
  • შარდის შეუკავლებლობა;
 

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ეს პროცედურები უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხო, მინიმალურად ინვაზიური და სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდის  მქონეა.

ესთეტიკური გინეკოლოგიის ძირითადი პროცედურებია:

  • ვულვო-ვაგინალური გაახალგაზრდავება, რომელიც მიზნად ისახავს ვაგინალური ქსოვილების ტონუსისა და ელასტიურობის აღდგენას.

ყველაზე ხშირად გამოიყენება:

  • ლაზერული ტექნოლოგია
  • რადიოსიხშირული ტექნოლოგია (RF)
  • სპეციალური ბიოსტიმულაციური ინექციები

პროცედურა ხელს უწყობს:

  • ვაგინალური კედლების გამკვრივებას;
  • ლუბრიკაციის გაუმჯობესებას;
  • სექსუალური მგრძნობელობის გაზრდას;
  • მსუბუქი შარდის შეუკავებლობის შემცირებას;

ლაბიოპლასტიკა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება მცირე სასქესო ბაგეების ფორმისა და ზომის  კორექცია.

ეს ოპერაცია ტარდება იმ შემთხვევებში, როდესაც:

  • ბაგეები ასიმეტრიულია
  • ბაგეები ზომაში გადიდებულია
  • არსებობს დისკომფორტი სპორტის ან სქესობრივი აქტის დროს
  • პაციენტს აქვს ესთეტიკური უკმაყოფილება

ლაბიოპლასტიკა ხშირად აუმჯობესებს ქალის ფიზიკურ კომფორტს და ფსიქოლოგიურ თვითშეფასებას.

G-წერტილის აუგმენტაცია

ეს პროცედურა გულისხმობს G-წერტილის ზონის მოცულობის გაზრდას სპეციალური ფილერებით.

შედეგად შეიძლება გაიზარდოს:

  • სექსუალური მგრძნობელობა
  • ორგაზმის ინტენსივობა
  • ინტიმური სიამოვნების ხარისხი

ინტიმური ზონის პიგმენტაციის მკურნალობა

ინტიმური ზონის მუქი პიგმენტაცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.

მისი მკურნალობა შესაძლებელია:

  • ლაზერული პროცედურებით
  • IPL ტექნოლოგიით (ინტესიური ფოტო სხივით მკურნალობა)
  • სპეციალური ინექციური პრეპარატების მეშვეობით

პროცედურები ემსახურება კანის ტონის გათანაბრებას და გაახალგაზრდავებას.

ვულვო-ვაგინალური გაახალგაზრდავება გამოიყენება სხვადასხვა პრობლემის დროს:

  • ვაგინალური სიმშრალე
  • ატროფიული ცვლილებები
  • მსუბუქი შარდის შეუკავებლობა
  • ვაგინალური ტონუსის დაქვეითება

ლაზერი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს ქსოვილების ელასტიკურობას და ჯანმრთელობას.

ვის შეიძლება დასჭირდეს ესთეტიკური გინეკოლოგია?

ესთეტიკური გინეკოლოგიის პროცედურები რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებიც:

  • იმყოფებიან მშობიარობის შემდეგ პერიოდში;
  • განიცდიან მენოპაუზის პერიოდში ცვლილებებს;
  • აქვთ ინტიმური დისკომფორტი;
  • სურთ ინტიმური ზონის ესთეტიკური გაუმჯობესება;
  • აქვთ ანორგაზმიის პრობლემები და სურთ სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;

ყველა პროცედურის წინ აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია, რათა ინდივიდუალურად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობის მეთოდი.

პროცედურების უმეტესობა მინიმალურად ინვაზიურია, სწრაფი რეაბილიტაციითა და მაღალი ეფექტურობით.

სტატიის ავტორი: გინეკოლოგ-სექსოლოგი, ჰოლდინგ „ნეო-ნეო“-ს და „4&8“-ს დამფუძნებელი ეკა დარასელია.

 

ka_GE