
21-ე საუკუნე უხილავი სენის ეპოქად იქცა, სადაც სისხლში ჩაღვრილი სიტკბო ჩუმად იპყრობს ათასობით ადამიანის ყოველდღიურობას. თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა რიტმმა, უძრაობამ და ცდუნებებით სავსე ყოფამ დიაბეტი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ გამომწვევად აქცია. ის აღარ არის მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი — ეს არის სხეულის ჩუმი პროტესტი ბუნებრივი წონასწორობის დარღვევაზე. ყოველწლიურად ამ სენით დაავადებულთა მზარდი სტატისტიკა გვახსენებს, თუ რამდენად დავშორდით ჯანსაღი არსებობის ჰარმონიას. დიაბეტთან თანაცხოვრება ადამიანისგან საკუთარი სხეულის ხელახლა მოსმენას, განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყოველდღიურ სიფხიზლეს მოითხოვს.
,,ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8’’ – ში შეიქმნა Diabetes School – საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც დიაბეტის მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იღებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას დაავადების შესახებ.
,,ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8’’- ში ფუნქციონირებს, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები დიაბეტის სკოლის ფარგლებში. აგრეთვე შეგიძლიათ დაგეგმოთ ონლაინ ლექცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო.
დიაბეტის სკოლის მიზანია, პაციენტმა უკეთ გაიგოს საკუთარი დაავადება, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში და აქტიურად ჩაერთოს საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში.
დიაბეტის ეფექტური მართვა მხოლოდ მედიკამენტებზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავად პაციენტის ცოდნა და ყოველდღიური გადაწყვეტილებები.
როდესაც პაციენტს ესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ნაბიჯი, დიაბეტის მართვაც უფრო ეფექტური და თავდაჯერებული ხდება.
ჩვენი ლექციები ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე. თითოეული შეხვედრის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
• დიაბეტის მართვის თანამედროვე პრინციპებს;
• კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას;
• სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდებს;
• შაქრიანი დიაბეტის გართულებების პრევენციას;
• ყოველდღიურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების გზებს.
შეხვედრები ასევე ქმნის შესაძლებლობას, პაციენტებმა დასვან კითხვები, გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთს და მიიღონ რეკომენდაციები.
როდესაც ოჯახის წევრები ესწრებიან ლექციებს, ისინი სწავლობენ:
• როგორ დაეხმარონ პაციენტს დიაბეტის მართვაში;
• როგორ ამოიცნონ გადაუდებელი მდგომარეობები და საჭიროების შემთხვევაში სწორად იმოქმედონ;
• როგორ შექმნან ჯანსაღი გარემო მთელი ოჯახისთვის;
• როგორ შეუწყონ ხელი მკურნალობის რეკომენდაციების შესრულებას.
ოჯახის ჩართულობა ზრდის პაციენტის მოტივაციას, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს მკურნალობის უკეთეს შედეგებს.
დიაბეტის სკოლა მხოლოდ ლექციების ციკლი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, პრაქტიკული გამოცდილება და მხარდაჭერა პროფესიონალებისგან.
გელოდებით დიაბეტის სკოლაში!
მოდი ერთად ვისწავლოთ, როგორ ვმართოთ შაქრიანი დიაბეტი.