ნევროლოგია

ნევროლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზდება ნერვული სისტემის — თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ნერვების — დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

ნევროლოგთან მიმართვა საჭიროა შემდეგი მდგომარეობების დროს

  • თავის ტკივილები (მათ შორის შაკიკი) – ბოტულინოთერაპია ( შაკიკის თანამედროვე მკურნალობა ბოტულინოტოქსინით).
  • თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
  • ინსულტი და მისი შემდგომი მდგომარეობები
  • ეპილეფსია
  • ნევრიტი და ნევრალგია
  • ოსტეოქონდროზი და ნერვის მოჭერა
  • პარკინსონის დაავადება
  • ალცჰაიმერის დაავადება და მეხსიერების დარღვევები
  • უძილობა და ძილის სხვა დარღვევები
  • კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტა ან სისუსტე

როდის უნდა მივმართოთ ნევროლოგს

მიმართვა რეკომენდებულია, თუ შეამჩნიეთ

  • ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი
  • ხშირი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
  • მეტყველების, მოძრაობის ან კოორდინაციის დარღვევა
  • მეხსიერების გაუარესება
  • კუნთების სისუსტე ან კანკალი
  • მხედველობის ან სმენის უეცარი ცვლილება
  • კრუნჩხვები
  • კიდურების დაბუჟება ან ტკივილი

ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური კონსულტაცია

  • ქრონიკული თავის ტკივილების შემთხვევაში
  • მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ. მაღალი წნევა, დიაბეტი)
  • ინსულტის პრევენციისთვის

რა ასაკიდან იღებს პაციენტებს

ნევროლოგი პაციენტებს იღებს ნებისმიერი ასაკიდან, თუმცა არსებობს მიმართულებები

  • ბავშვთა ნევროლოგი – მუშაობს ახალშობილებსა და ბავშვებთან
  • ზრდასრულთა ნევროლოგი – 18 წლიდან

ნევროლოგები

ka_GE