Skip to content Skip to footer

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიური სისწრაფე ჩვენს სხეულსა და გონებას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს, იოგა გვახსენებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც ხშირად გამოგვრჩება ხოლმე – სუნთქვა არის ყველაფრის დასაწყისი.

იოგა არ არის მხოლოდ მოძრაობა ან ვარჯიში – ეს არის ურთიერთობა საკუთარ თავთან, შესაძლებლობა დავუბრუნდეთ შინაგან რიტმს, რომელიც დღეს არსებითად ჰარმონიულია.

ცენტრი 4&8 – ს ხედვაში იოგა სწორედ ამ დაბრუნების სიმბოლოა, ანუ სივრცე, სადაც სხეული, ცნობიერება და ენერგია თანხვედრაში მოდის.

იოგური პრაქტიკა გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე დინამიკაში, როგორ მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს და როგორ ვიპოვოთ ის შინაგანი ძალა, რომელიც ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში გვიცავს გადატვირთვისაგან.

ფიზიკური ასპექტით, იოგა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთოვან დაძაბულობას და აძლიერებს ხერხემლის ჯანმრთელობას. ხერხემალი კი სწორედ ის ღერძია, რომელიც ჩვენს ბალანსს განსაზღვრავს.

გონებრივი თვალსაზრისით, სუნთქვისა და ყურადღების პრაქტიკები ამცირებს სტრესს, აღადგენს კონცენტრაციას და ზრდის შემოქმედებით ენერგიას. ეს კი პირდაპირ აისახება პროდუქტიულობაზე და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამიტომ სტუდია 4&8-ში იოგა განიხილება არა როგორც ფიზიკური აქტივობა, არამედ როგორც ჰოლისტური კეთილდღეობის ნაწილ, ესე იგი სისტემა, რომელიც აერთიანებს სხეულის, გონების და ემოციური ინტელექტის განვითარებას.

ეს მიმართულება აძლიერებს ჰოლდინგის მთლიან ფილოსოფიას: კეთილდღეობა, როგორც საფუძველი ინოვაციისა და პროგრესისა.

ამ ხედვის პრაქტიკული გაგრძელებაა ჩვენი უნიკალური პროგრამა “შეგრძნებები მატზე” რომელიც შევქმენი და ვმხელმძღვანელობ სტუდიაში.
ის ნელ-ნელა იქცევა თანამედროვე ქალაქური ცხოვრების რიტმში შინაგანი დაბრუნების გზად. პროგრამა აერთიანებს კლასიკური აშთანგა იოგასა და ჩემი სინქრონის ასანების პრაქტიკას, სუნთქვით ტექნიკებსა და ცნობიერ მოძრაობას, სადაც თითოეული მონაწილის მიზანია არა მხოლოდ სხეულის მოქნილობა, არამედ შინაგანი სიმშვიდის მოპოვება.

ეს არის გამოცდილება, რომელიც ერთდროულად არის ფიზიკური და ემოციური ადგილი, სადაც გარესამყაროსგან ცოტახნით მოწყვეტით ადამიანი სწავლობს უბრალოდ ყოფნას, სიჩუმესა და საკუთარი ბუნების დაფასებას.

პროგრამის წარმატებით დავამტკიცეთ: იოგა გვახსენებს, რომ გამთლიანების გზა იწყება სუნთქვით და ზოგჯერ ერთი მოძრაობითაც კი.

ჩემი მეთოდოლოგია ეფუძნება მარტივ პრინციპს: სხეულთან დაბრუნება ნიშნავს საკუთარ თავთან დაბრუნებას. სწორედ ამ გზით სტუდია 4&8 – ში იოგა იქცა არა მხოლოდ მიმართულებად, არამედ კულტურად, რომელიც აერთიანებს პირად, ემოციურ და პროფესიულ ზრდას.

დღეს, როცა დროის დინება სულ უფრო სწრაფი ხდება, ჩვენი იოგას მიმართულება გთავაზობს შესაძლებლობას გაჩერდე, ჩაისუნთქო და იგრძნო ყოფნა აქ და ახლა.

სტატიის ავტორი: სალომე  გოგოლაშვილი

ka_GE