Skip to content Skip to footer

პილატესი და რეფორმერი

შეიძლება გსმენიათ, რომ პილატესი „მშვიდი ვარჯიშია“, მაგრამ სინამდვილეში ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ნაზი მოძრაობები და სუნთქვა. პილატესი არის სხეულის და გონების კონტროლის სისტემა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ შექმნა ჯოზეფ პილატესმა. მისი მთავარი მიზანი იყო ადამიანს უკეთ ეგრძნო საკუთარი სხეული, ესწავლა მისი ჰარმონიული მოძრაობა და ემუშავა სხეულის არამხოლოდ მთავარ, არამედ უმცირეს კუნთებზეც .

პილატესი მოითხოვს გამორჩეულ ყურადღებას პოზაზე, სუნთქვასა და მოძრაობის ხარისხზე. აქ არ არსებობს შემთხვევითი მოძრაობა – ყოველ ჟესტს თავისი დანიშნულება აქვს. ეს მეთოდი აერთიანებს ძალას, მოქნილობას და სიღრმისეული კონცენტრაციას. ამიტომაც პილატესი ერთდროულად ამშვიდებს გონებას და აძლიერებს სხეულს.

დღესდღეობით პილატესი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს უკეთ იგრძნოს საკუთარი სხეული, შეამსუბუქოს ზურგის ტკივილები ან უბრალოდ გახდეს უფრო მობილური და ენერგიული.

განსხვავებით ინტენსიური ვარჯიშებისგან, აქ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია – რამდენად შეგრძნებით და გააზრებულად მოძრაობ.

და რაც ყველაზე სასიამოვნოა – პილატესი ყველასთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, გამოცდილებას ან ფიზიკურ მომზადებას. მთავარია, გქონდეს სურვილი უკეთ იგრძნო შენი სხეული. პილატესი გეხმარება არა მხოლოდ ფორმაში ჩადგომაში, არამედ საკუთარ თავთან უფრო ახლოს ყოფნაში.

სტატიის ავტორი: სერტიფიცირებული ტრენერი ალექსანდრა  ჩხაიძე

ka_GE