თბილისი, ელიზბარ მინდელის 7 ბ;
ნინო გოგია - გინეკოლოგი
ნინო გოგია — ექიმი მეან-გინეკოლოგი, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგი და კოლპოსკოპისტი.
განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც დაასრულა როგორც მედიცინის საბაკალავრო პროგრამა, ისე რეზიდენტურა მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.
დამატებით, გაიარა სპეციალიზაცია გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და სუბსპეციალობა კოლპოსკოპიაში.
პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კლინიკურ, ისე აკადემიურ საქმიანობას და გრძელდება როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში შეძენილი პრაქტიკული გამოცდილებით.
აქტიურად მუშაობს გინეკოლოგად და პარალელურად ეწევა სამეცნიერო- საგანმანათლებლო საქმიანობას.
არის მოწვეული ლექტორი თბილისის სამედიცინო აკადემიაში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
აგრეთვე არის OSCE-ის გამომცდელი.
2025 წელს მონაწილეობდა Salzburg Columbia University-ის საერთაშორისო სემინარში ავსტრიაში, სადაც დაჯილდოებული იყო საუკეთესო კლინიკური შემთხვევის პრეზენტაციისთვის. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესებსა და ტრენინგებში.
2024 წელს იყო ვორქშოფის მოდერატორი მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
სამუშაო კაბინეტის ნომერი: 7n
პაციენტებს იღებს: 0 წლიდან
სამუშაო დღეები: ორშაბათი და ხუთშაბათი 10.00-დან 19.00-მდე