თბილისი, ელიზბარ მინდელის 7 ბ
ვაგინიზმი იმ თემებიდან ერთ-ერთია, რაზეც ღიად საუბარი ქალებს ძალიან უჭირთ, მაგრამ უზომოდ მნიშვნელოვანია ამ საკითხის გაცნობიერება, გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მკურნალობა.
პრობლემის მოგვარების გარეშე შეუძლებელია სრულყოფილი და მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების ქონა, რაც მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზეც.
მდგომარეობა ვაგინალური კუნთების უნებლიე სპაზმით ვლინდება, რაც სქესობრივი აქტის დროს ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.
ხშირად ვაგინიზმის მიზეზები ნეგატიური გამოცდილება და ემოციური მდგომარეობაა: ბავშვობის შიში, მტკივნეული სქესობრივი აქტი, გაუცნობიერებელი ბარიერები… თუმცა, ზოგჯერ ფიზიკური მიზეზებიც იჩენს თავს, როგორიცაა ჰორმონალური ცვლილებები ან ინფექციები.
ვაგინიზმის დაძლევა შესაძლებელია: ფსიქოთერაპია, დელიკატური ფიზიკური ვარჯიშები და პარტნიორის მხარდაჭერა — ეს ყველაფერი ქალს საკუთარი სხეულის მოსმენაში ეხმარება!
სხეული ხშირად გვეუბნება იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ.
ცენტრი 4&8 მზადაა, გამოგიწოდოთ ხელი, გაგაძლიეროთ და დაგეხმაროთ საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნაში. გახსოვდეთ, რომ დახმარების თხოვნა სიძლიერის ნიშანი და წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია!
გავიგოთ მეტი ვაგინიზმის შესახებ:მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები
ვაგინიზმი არის სექსუალური დარღვევა, რომელიც ხასიათდება ვაგინალური კუნთების უნებლიე სპაზმით. ეს მდგომარეობა ქალებისთვის იწვევს დისკომფორტს ან ტკივილს სქესობრივი აქტის, გინეკოლოგიური გამოკვლევისა და ტამპონის გამოყენების დროს.
ვაგინიზმის ტიპები
ვაგინიზმი შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი:
– პირველადი ვაგინიზმი: ქალს არასოდეს გამოუცდია პენეტრაცია ტკივილის გარეშე.
– მეორადი ვაგინიზმი: ვითარდება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სქესობრივი აქტივობის გამოცდილების შემდეგ.
ვაგინიზმის გამომწვევი ძირითადი მიზეზები
ფსიქოლოგიური ფაქტორები:
– სექსუალური ტრავმა ან ძალადობა;
– ნეგატიური შეხედულებები/მოლოდინი;
– სტრესი და შიში.
ფიზიკური ფაქტორები:
– ვაგინალური ინფექციები;
– ჰორმონალური ცვლილებები (მაგ., მენოპაუზა);
– არასწორი ქირურგიული ჩარევის შედეგები.
ვაგინიზმის სიმპტომები
– ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
– დისკომფორტი გინეკოლოგიურ გამოკვლევის დროს;
– სტრესი და შიში სექსთან დაკავშირებული ნებისმიერ აქტივობის დროს.
დიაგნოსტიკა
ვაგინიზმის დიაგნოსტიკა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს:
– სამედიცინო ისტორიის განხილვას;
– გინეკოლოგიურ გამოკვლევას;
– ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას.
მკურნალობის მეთოდები
ვაგინიზმის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე და შეიძლება მოიცავდეს:
– თერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერას;
– ვარჯიშებს, რომლებიც ფოკუსირებულია ვაგინალური კუნთების მოდუნებაზე.
– მედიკამენტებს (ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებლები ან ლუბრიკანტები)
განათლება და პარტნიორის ჩართულობა:
მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი მონაწილეობდეს მკურნალობის პროცესში და სრულად უჭერდეს მხარს ქალს.
რამდენიმე რჩევა ქალებს:
– არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნის;
– რეგულარულად ესტუმრეთ გინეკოლოგს;
– გაიგეთ მეტი საკუთარი სხეულის შესახებ.
ცენტრი 4&8 გთავაზობთ პროფესიონალურ მხარდაჭერას და მკურნალობას ვაგინიზმის და სხვა სექსუალური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის. ჩვენთან მომართვით, თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მიდგომას და კომპეტენტურ დახმარებას.
