Skip to content Skip to footer

ეფექტური კომუნიკაციის სატრენინგო პროგრამა

კომუნიკაციის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

თანამედროვე სამყაროში როგორც ურთიერთობების, ასევე კომპანიების წარმატებული მუშაობა ეფექტური კომუნიკაციის გამართულ სისტემაზე დგას. კომუნიკაციური უნარები/რბილი უნარები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კომპანიის წარმატებაში. ეს უნარები თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურთიერთობაში, მათ შორის საკუთარ თავთანაც კი, რადგან ის ხელს უწყობს ნდობის და პატივისცემის გაზრდას, პრობლემების მარტივად გადაჭრას, ემოციური ფონის გაჯანსაღებასა და გუნდურობას.

ტრენინგის მიზანი

ტრენინგები საშუალებაა, ადამიანებამდე მიიტანო შესაბამისი ცოდნა, გააცნობიერებინო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გავლენა და შემდგომ საკუთარ თავში ცვლილებების სურვილი გაუჩინო, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა და ეფექტურობის შენარჩუნება.

ტრენინგის ამოცანები

ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილემ უნდა შეძლოს:

  • გაიაზროს საკუთარი როლი/ფუნქცია და გააცნობიეროს, რისი გაუმჯობესება სჭირდება ურთიერთობების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის
  • გააანალიზოს არსებული მდგომარეობა კონკრეტულ როლში და შესაბამისი საუბრების ინსტრუმენტებისა და ტექნიკების გამოყენებით წარმატებით წარმართოს პროცესი
  • შესაბამის როლში კომუნიკაციის მახასიათებლების გაგება და პრაქტიკაში წარმატებით განხორციელება

სასწავლო მეთოდოლოგია

ტრენინგის მეთოდოლოგია არის ინტერაქციული: თეორიული ნაწილი დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით და სხვა სასწავლო დამხმარე მასალებით. ის ეფუძნება ზრდასრულთა სწავლების პრინციპებს და მორგებულია სხვადასხვა გამოცდილების მქონე, ჩამოყალიბებული აზროვნების/ქცევის მოდელის მონაწილეთა ტრენინგზე.

გამოყენებული მეთოდები

  • გონებრივი იერიში
  • სავარჯიშოები ტრიადებსა და მცირე ჯგუფებში
  • ქეისის ანალიზი და დისკუსია
  • სხვადასხვა ტიპის დავალებები
  • პრეზენტაცია
  • მინი ლექცია

ზრდასრულთა სწავლების პრინციპები

ზრდასრულები სწავლობენ, როცა აქვთ შინაგანი მოტივაცია, როცა ხედავენ/გრძნობენ სწავლის საჭიროებას. როდესაც ჩართულები არიან აქტივობებში, იგებენ ახალ ინფორმაციას და მიღებული ცოდნა უკეთესი შედეგების მიღებაში ეხმარებათ.

ავტორი: ნინო ოქრომჭედლიშვილი

ka_GE