თბილისი, ელიზბარ მინდელის 7 ბ
ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 გაიხსნა — ახალი სივრცე, რომელიც მორგებულია როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვების ჯანმრთელობის საჭიროებებზე.
ახალი ენდოკრინოლოგიური კლინიკის სამედიცინო გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
კომპლექსური მიდგომა ჯანმრთელობის მიმართულებით უკვე აღარ არის უბრალოდ მოდური ტენდენცია — ეს თანამედროვე მედიცინის აუცილებელი სტანდარტია. ადამიანის ჯანმრთელობა მრავალფაქტორულია: ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება იყოს კავშირში სტრესთან, კვებით რეჟიმთან, ნევროლოგიურ ან კარდიოლოგიურ პრობლემებთან. სწორედ ამიტომ, როდესაც ერთ სივრცეში იყრის თავს ენდოკრინოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი, ოჯახის ექიმი და სხვა სპეციალისტები, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სიმპტომების აღმოფხვრა, არამედ პრობლემის ძირეულად გაანალიზება და მართვა.
ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 სწორედ ასეთ სრულყოფილ კომპლექსურ მიდგომაზეა ორიენტირებული — აქ სპეციალისტები ერთიანად განიხილავენ პაციენტის ჯანმრთელობას და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს.
ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 არის ადგილი, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ გააზრებულად და ურთიერთშეთანხმებით. ეს არის ახალი სტანდარტი იმაზე, თუ როგორ შეიძლება სერვისმა რეალურად გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი.
კლინიკაში დაგხვდებათ შემდეგი მიმართულებები: